ქვახვრელი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. ტერიტორიული ორგანოსცენტრი (სოფლები:ავკვეთი, ველები, უფლისციხე). ზღვის დონიდან 550 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი. სოფლის აღმოსავლეთით მდებარეობს ადრინდელი ფეოდალური ხანის გამოქვაბულების კომპლექსი.
ბერშუეთი – სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ზეღდულეთის ტერიტორიული ორგანო). მდინარე ბერშუეთის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი.
რეხა - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ბერბუკის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე.მდინარე მეჯუდის ნაპირას. ზღვის დონიდან 640 მეტრი, გორიდან 5 კილომეტრი.
საქაშეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ვარიანის ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 710 მეტრი, გორიდან 18 კილომეტრი.





